Accentnews.ge
„ზოგიერთი ლიდერის უპრნიციპობა გვაფერხებს, რომლებიც თვლიან, რომ ომი არც ისე საშინელია, როგორც ფინანსური ზიანი“

„ზოგიერთი ლიდერის უპრნიციპობა გვაფერხებს, რომლებიც თვლიან, რომ ომი არც ისე საშინელია, როგორც ფინანსური ზიანი“

06/04/2022 11:37:05 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს ირლანდიის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ზეწოლას ახდენს ევროკავშირის სახელმწიფოების ცალკეულ პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერებზე, რომლებიც ანელებენ სანქციების გამკაცრებას.

ზელენსკიმ თქვა, რომ უნდა შეწყდეს ყოველგვარი ვაჭრობა რუსეთთან, დაიბლოკოს რუსული ბანკების კავშირები მსოფლიო ფინანსურ სისტემასთან, შეწყდეს ფულადი ნაკადები, რომელსაც რუსეთის ბიუჯეტი იღებს ნავთობით.

"მსოფლიომ დიდი ხანია შეიმუშავა შესაბამისი მექანიზმები. ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს. ერთადერთი დაბრკოლება ცალკეული პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერების შემთხვევაში პრინციპულობის დეფიციტია, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ომი და ომის დანაშაულები არ არის იმდენად საშინელი, როგორც ფინანსური ზიანი“, - განაცხადა პრეზიდენტმა და რწმენა გამოთქვა, რომ ირლანდიას ამის შეცვლა შეუძლია.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ამ საშინელი ომის შეჩერებას და მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას აღმოსავლეთ ევროპაში. ამის გადადება უბრალოდ შეუძლებელია", - დასძინა პრეზიდენტმა.

სამშაბათს ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ახალი სანქციების შესახებ განაცხადეს, მათ შორისაა რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვა, რუსი სატვირთო მანქანებისა და გემებზე შეზღუდვა, ოლიგარქებისა და მათი ოჯახების სამიზნე შეზღუდვები და გარკვეული მაღალტექნოლოგიური მანქანების ექსპორტის ბლოკირება.

სანქციები შესაძლოა, შეეხოთ ვლადიმირ პუტინის შვილებსაც და როგორც დაანონსდა, ეს სანქციების ბოლო პაკეტი არ იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S