Accentnews.ge
ბავშვები, რომლებიც ოქტომბრამდე 6 წლის ხდებიან, სკოლაში შესვლას შეძლებენ

ბავშვები, რომლებიც ოქტომბრამდე 6 წლის ხდებიან, სკოლაში შესვლას შეძლებენ

06/04/2022 11:11:58 საზოგადოება

ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე უსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყებას შეძლებენ. შესაბამის კანონპროექტზე განათლების კომიტეტი მუშაობს. ცვლილებები ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ზოგადი განათლების შესახებ დღეს მოქმედი კანონით დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია. არსებული კანონი 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობას არ აძლევდა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ კანონის ცვლილება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ არაერთმა მშობელმა მიმართა. მისივე თქმით, საუბარია 2500-მდე ბავშვზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S