Accentnews.ge
ოსტინი: "უკრაინას მივაწვდით ყველა სახის იარაღს, რაც ეფექტური იქნება რუსული ძალების წინააღმდეგ"

ოსტინი: "უკრაინას მივაწვდით ყველა სახის იარაღს, რაც ეფექტური იქნება რუსული ძალების წინააღმდეგ"

06/04/2022 11:22:39 მსოფლიო

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოსაჩენად ბიუჯეტში 300 მლნ დოლარია გათვალისწინებული.

მისი თქმით, აშშ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიაწვდიან ყველა სახის იარაღს, რომელიც ეფექტური იქნება რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ახალი ბიუჯეტით გათვალისწინებულია 300 მლნ დოლარი, უკრაინის უსაფრთხოებისთვის. რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, მე რამდენჯერმე ვესაუბრე, ჩემს უკრაინელ კოლეგას, რეზნიკოვს, მათ შორის გუშინ და დავარწმუნე, რომ ჩვენ ამ ძალისხმევას გავაგრძელებთ. ჩვენ მივაწვდით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყველა სახის იარაღს, რომელიც ეფექტური იქნება რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში. " - ამბობს ლოიდ ოსტინი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S