
რუს დიპლომატებს საბერძნეთიც აძევებს
06/04/2022 10:29:55 ევროპა
საბერძნეთმა 12 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად და ამ ნაბიჯით შეუერთდა ევროპის სხვა სახელმწიფოების მსგავს გადაწყვეტილებას.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია ვენის 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის და 1963 წლის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა რუსეთის ელჩს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ევროკავშირის რიგმა ქვეყანამ რამდენიმე ათეული რუსი დიპლომატი და რუსეთის საელჩოების თანამშრომელი გააძევეა, ხოლო ლიეტუვამ რუსეთის ელჩი.