Accentnews.ge
4 წლის საშა, რომელსაც მშობლები უკრაინაში 1 თვის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

4 წლის საშა, რომელსაც მშობლები უკრაინაში 1 თვის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

06/04/2022 10:25:19 ევროპა

4 წლის საშა, რომელსაც მშობლები უკრაინაში 1 თვის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

საშა 10 მარტს გაუჩინარდა, რუსეთის შეჭრიდან მე-17 დღეს.

4 წლის ბიჭი ბებიასთან ერთად ვიშგოროდის რაიონიდან ნავით გაჰყავდათ, რადგან რუსმა სამხედროებმა რაიონიდან გასასვლელი ყველა გზა გადაკეტეს. ნავი, კი რომელშიც საშა ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, ჩაიძირა.

შემთხვევის მეორე დღეს, 11 მარტს საშას ბებია ადგილობრივებმა იპოვეს, მაგრამ 4 წლის ბიჭი ვერა. ნავზე მყოფთაგან სპეციალური უსაფრთხოების ჟილეტი მხოლოდ საშას ეცვა, რაც ახლობლებს აძლევდა იმედს, რომ ის გადარჩებოდა.

“დღეს საშას ცხედარი ვიპოვეთ.

მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც სჯეროდა, ვინც ძებნაში გვეხმარებოდა, მადლობას გიხდით ყველას ლოცვებისთვის და რწმენისთვის, მადლობა მხადაჭერისთვის.

დღეს მისმა სულმა სიმშვიდე ჰპოვა”, — დაწერა ბიჭის დედამ "ინტაგრამზე".

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 6 აპრილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ომის შედეგად, 167 ბავშვი დაიღუპა, 446 კი დაშავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S