ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა
06/04/2022 10:17:38 მსოფლიო
დუმის დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა 6 აპრილს ტელეგრამის-არხზე დაწერა.
მან ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროში გამართულ შეხვედრაზეც განაცხადა.
ინფორმაცია დაადასტურეს ჟირინოვსკის პარტიაშიც.
როგორც ცნობილია, ჟირინოვსკი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და დაავადებამ გართულებები გამოიწვია.


