Accentnews.ge
პირველად ისტორიაში, ისრაელი გერმანიისთვის თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მიყიდვას დასთანხმდა

პირველად ისტორიაში, ისრაელი გერმანიისთვის თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მიყიდვას დასთანხმდა

06/04/2022 10:01:56 მსოფლიო

ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა მიაღწიეს შეთანხმებას გერმანიისთვის სარაკეტო თავდაცვის სისტემის "ისარი-3" მიყიდვის შესახებ,– იუწყება Jerusalem Post გერმანიის საჰაერო ძალების ხელმძღვანელზე ინგო გერჰარცზე დაყრდნობით.

თუ მსგავსი გარიგება შედგა, ეს იქნება სისტემის პირველი გაყიდვა მესამე ქვეყანაში, თუმცა გერმანიას ჯერ არ დაუმტკიცებია შესყიდვის გადაწყვეტილება.

გერჰარცის თქმით, "ისარი-3" არის ყველაზე შესაფერისი სისტემა იმ საფრთხეებისთვის, რომელთა წინაშეც დგას გერმანია. კერძოდ, შორი მანძილის რაკეტების თვალსაზრისით გერმანიას ჯერ არ აქვს ადეკვატური დაცვა და ამიტომაც, როგორც მინისტრმა თქვა, გერმანია ყურადღებით აკვირდება "ისარი-3"-ს და დაინტერესებულია ამ სისტემით.

მისი თქმით, გაყიდვაზე ისრაელი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, თუმცა დეტალებზე საუბარი ჯერ კიდევ წინაა.

"ისარი-3" ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემაა: მას შეუძლია შეუძლია ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება 100 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე და აქვს 2400 კმ-მდე საკრუიზო დიაპაზონი.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, გერმანიას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის რუსული რაკეტები კალინინგრადიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S