Accentnews.ge
რუსეთი ექვსი ქვეყნის თანამონაწილეობით ფართომასშტაბიან სამხედრო-საშტაბო მანევრებს ატარებს

რუსეთი ექვსი ქვეყნის თანამონაწილეობით ფართომასშტაბიან სამხედრო-საშტაბო მანევრებს ატარებს

16/09/2019 09:12:24 სხვა, მსოფლიო

16 სექტემბერს რუსეთში სტარტი აიღო ხუთდღიანმა სამეთაურო-საშტაბო სწავლებამ „ცენტრი 2019“ , რომლის გაერთიანებულ სტრატეგიულ სარდლობას (JSC) შეუერთდებიან ასევე ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის სამხედრო წარმომადგენლები.

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, წლევანდელი ხუთდღიანი სწავლება ყველაზე მასშტაბური იქნება და მასში მონაწილეობას მიიღებს 128 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 20 ათასი ერთეული შეიარაღება და ტექნიკა, 600 თვითმფრინავი და შვეულმფრენი და 15 საზღვაო ხომალდი.

2008 წლის შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო სამხედრო ძალების რეფორმირება, გაერთიანებულმა ცენტრალურმა სტრატეგიულმა სარდლობამ ორი სამხედრო-საშტაბო სწავლება ჩაატარა - 2011 და 2015 წლებში. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, სწავლება არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ და მხოლოდ „კონტრტერორისტულ“ საქმიანობაზეა ორიენტირებული.

„ცენტრი - 2019“ უფრო მეტად წააგავს საერთაშორისო კონფლიქტისთვის მზადებას, ვიდრე კონტრტერორისტულ სწავლებას, რაც წინა წლებში გამართული ლამის ყველა სტრატეგიული სწავლების მთავარ ამოცანად იყო გამოცხადებული“, - წერს ანალიტიკური პორტალი „ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S