
ანუშაუსკასი: „დასავლეთი უკრაინას მძიმე სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის“
06/04/2022 09:21:54 ევროპა
დასავლეთის სახელმწიფოები ზრდიან სამხედრო მხარდაჭერას და თანდათან მიდიან მძიმე ტექნიკის გაგზავნისკენ,– ამის შესახებ ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა განაცხადა.
„ვფიქრობ, შეიძლება, გაიზარდოს სამხედრო მხარდაჭერა და იზარდება, რადგან ჩეხეთის მიერ გაგზავნილი ტანკების შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეს გაჩნდა. ტანკებს, რომლებსაც უკრაინის არმია იყენებს, ჯერ კიდევ იყენებს ჩეხეთის არმია - საბჭოთა წარმოების, მაგრამ მოდერნიზებულ ტანკებს. ვფიქრობ, რომ სხვა ქვეყნები თანდათან მიდიან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაგზავნისკენ“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებებია, რადგან ეს აძლიერებს უკრაინის არმიას.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთმა რამდენიმე ათეული T-72 ტანკი და ქვეითი საბრძოლო მანქანა გაგზავნა უკრაინაში.
ესტონეთმა ასევე გადასცა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ჰაუბიცები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები.