
მიშელი: "ევროკავშირს რუსული გაზზეც მოუწევს სანქციების დაწესება"
06/04/2022 08:57:55 ევროპა
ევროკავშირს რაღაც მომენტში მოუწევს სანქციების დაწესება რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზეც კი, რათა რუსეთმა შეაჩეროს ომი უკრაინაში,– ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, ნავთობისა და თუნდაც გაზის წინააღმდეგ ზომები საჭირო იქნება“, - განაცხადა მიშელმა ევროპარლამენტში.
მისი თქმით, ევროკავშირი ამკაცრებს სანქციებს კრემლზე მაქსიმალური ზეწოლის შესანარჩუნებლად. კერძოდ, ახალი პაკეტი ნახშირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.ევროკავშირი ასევე შეაჩერებს რუსული გემების მათ პორტებში შესვლას.