Accentnews.ge
უკრაინის უშიშროებამ ხელთ იგდო დონეცკში მოკლული რუსი სამხედროების საიდუმლო რუკები და სიები

უკრაინის უშიშროებამ ხელთ იგდო დონეცკში მოკლული რუსი სამხედროების საიდუმლო რუკები და სიები

06/04/2022 08:42:10 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ ხელთ ჩაუვარდათ რუსული ძალის იმ ქვედანაყოფების საიდუმლო რუკები და სიები, რომლებიც დონეცკის ოლქში განადგურდნენ.

როგორც სპიკერი არტემ დეხტიარენკო განმარტავს, ბარათების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 22 თებერვალი და მოიცავს მოიცავს დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის ხელში ჩაგდების შესახებ გეგმებს, თუმცა მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა სხვა რამაა – რუსეთის სამხედრო თუ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკრაინაში გამოუცდელ წვევამდელებთან ერთად კურსანტებიც გაგზავნა:

„როგორც გაირკვა, პუტინის რეჟიმმა უკრაინის ომში კურსანტები გამოგზავნა – მოსკოვის უმაღლესი სამხედრო სამეთაურო სკოლის მოსწავლეები და ეს დოკუმენტურად გააფორმეს როგორც სტაჟირება“.

დოკუმენტებს შორის, რომელიც უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა და რომლებიც სს საქმეს დაერთვება საერთაშორისო სასამართლოსთვის, აღმოჩნდა:

  • სახელმძღვანელო „ტაქტიკური მომზადებისა და ანტიდივერსიული ბრძოლის საფუძვლების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ამზადებდნენ ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას წინააღმდეგობის გაწევისთვის;
  • მივლინების კუპონები ყოფნის ადგილისა და მივლინების ხანგრძლივობის მითითების გარეშე;
  • კომბინირებული მოტომსროლელი ბატალიონის სიები, რომელთა შორის ბევრია წვევამდელი და კურსანტი;
  • რუსეთის მოქალაქეების პასპორტები, სამხედრო ბილეთები და ა.შ.

"საბუთების მფლობელებს არ ჰქონდათ დრო, რომ დანებებულიყვნენ ან გაქცეულიყვნენ უკრაინიდან“,– დასძინა სპიკერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S