
რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის რეგიონში ნავთობის საცავი გაანადგურეს
06/04/2022 08:05:15 ევროპა
რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის რეგიონში ნავთობის საცავი გაანადგურეს,-იუწყება რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო.
„ღამე სანერვიულო და რთული იყო. მტერი ჩვენს ტერიტორიას ჰაერიდან დაესხა თავს და ნავთობის საცავსა და ერთ-ერთ საწარმოს დაარტყა. ნავთობის საცავი მთლიანად განადგურდა“, - აცხადებს რეზნიჩენკო.
რეზნიჩენკოს თქმით, საცავი მთელი ღამის განმავლობაში იწვოდა, მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა ადგილობრივი დროით დილის 8:15 საათზე მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის საცავები რუსეთის არმიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ისინი ნავთობის საცავებს უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე იმ რეგიონებშიც უხსნიან ცეცხლს, სადაც საბრძოლო შეტაკებები არ მიმდინარეობს.
დნეპრის გარდა 5-6 აპრილის ღამეს რუსული ძალებმა ცეცხლი ლვოვსა და ვინიცას რეგიონებში ინფრაქსტრუქტურასაც გაუსხნეს.