
ნიდერლანდებში 14 ძვირადღირებული რუსული იახტა დააპატიმრეს
06/04/2022 07:59:22 ევროპა
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო 14 ძვირადღირებული იახტა ნიდერლანდებს ვერ დატოვებს. საუბარია 12 მშენებარე იახტაზე, და 2 დასრულებულზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, სანქციების გამო 516 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები გაყინულია და 155 მილიონი ევროს ღირებულების ტრანზაქცია დაბლოკილია.
საბაჟო ასევე ამოწმებს ტვირთის გადაზიდვებს რუსეთსა და ბელარუსში. შემოწმდა 30 000 კონტეინერი.
ნიდერლანდებში სანქციები ეტაპობრივად ამოქმედდება.
ყოფილი მინისტრი სტეფ ბლოკი ორშაბათს სანქციების აღსრულების კოორდინატორად დაინიშნა.