ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა
06/04/2022 07:45:33 მსოფლიო
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მდებარე რუსეთის საელჩოს ჭიშკარს მანქანა შეეჯახა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 6:30 საათზე მოხდა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი კი გარდაიცვალა.
სამართალდამცავები მომხდარის მიზეზებს იკვლევენ.
ინციდენტი უბედური შემთხვევა იყო, თუ მძღოლი მიზანმიმართულად მოქმედებდა ჯერ–ჯერობით უცნობია.


