კანადა სანქცირებული რუსი ოლიგარქების სიას აფართოებს
06/04/2022 07:31:48 მსოფლიო
კანადამ სანქციებულთა სია გააფართოვა. კერძოდ, სიაში შედიან ოლიგარქები ვლადიმერ პოტანინი, ვიქტორ ვექსელბერგი, კირილ შამალოვი, დიმიტრი და გალინა პუმპიანსკი, ვადიმ მოშკოვიჩი, ლეონიდ მიხელსონი და ალექსანდრე ვინოკუროვი. სანქციები ასევე დაწესდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის იგორ კოსტიუკოვის წინააღმდეგ.
„უკრაინაში ვლადიმირ პუტინის უაზრო შეჭრის დაშვებით, რეჟიმთან დაახლოებული ეს პირები არიან თანამონაწილეები იმ საზარელ მოვლენებისა, რომლებიც ჩვენს თვალწინ ვითარდება. კანადა აგრძელებს უკრაინის მამაცი ხალხის მხარდაჭერას, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან და ჩვენ არ გავჩერდებით. ზეწოლა რუსეთის რეჟიმზე გაგრძელდება მანამ, ვიდრე მისი ჯარები არ დატოვებენ უკრაინის მიწას. სისასტიკე უნდა დასრულდეს!“, - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.
სანქცირებულთა სიაში ბელარუსებიც მოხვდნენ.


