Accentnews.ge
გაერო–ში ინდოეთის ელჩი – ბუჩაზე: "ჩვენ ცალსახად ვგმობთ ამ მკვლელობებს"

გაერო–ში ინდოეთის ელჩი – ბუჩაზე: "ჩვენ ცალსახად ვგმობთ ამ მკვლელობებს"

06/04/2022 07:23:18 მსოფლიო

გაერო–ში ინდოეთის ელჩმა თ.ს. ტირუმურტიმ დაგმო უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები.

"ჩვენ ცალსახად ვგმობთ ამ მკვლელობებს და მხარს ვუჭერთ გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას", – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, "უკრაინაში ვითარება უარესდება, ასევე უარესდება ამ ვითარების ჰუმანიტარული შედეგები“.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ინდოეთის არც ერთ მაღალჩინოსანს რუსეთის ქმედებები უკრაინაში არ დაუგმია. უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განცხადება გაავრცელა, თუმცა რუსული აგრესიის დაგმობის ნაცვლად, იგი "ძალადობის შეწყვეტისკენ" მოწოდებას შეიცავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S