
„საქართველოს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომ არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში“– კულება
06/04/2022 07:19:42 ევროპა, პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ დაუშვა საქართველოს დასაჯა სანქციების გვერდის ავლისთვის,– იუწყება უკრაინული მედია.
მისი თქმით, უკრაინა საქართველოდან მტკიცებულებას ელის, რომ ის არ ეხმარება რუსეთის ფედერაციას.
"ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, რა ქმედებები განვახორციელოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება", - განაცხადა ყულებამ და დასძინა, რომ უკრაინასა და მის მოკავშირეებს საქართველოზე გავლენა რომ არ ჰქონოდათ, რუსები უკვე შექმნიდნენ მარშრუტს ამ ქვეყნის გავლით.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.
ამასთან, როგორც უწყების მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".
4 აპრილს კიევის ბრალდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული" უწოდა, ხოლო 5 აპრილს სუს–მა მტკიცებულებები წარმოდგენა მოითხოვა. შეხვედრა შედგა საქართველოს საგარე საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ ანდრეი კასიანოვთან და ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
„ცალსახად აღინიშნა, რომ ხსენებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ისევე როგორც საფრთხის შემცველია საქართველოს უსაფრთხოებისთვის.
შეხვედრაზე უკრაინელ დიპლომატს გადასცეს საქართველოს შესაბამისი უწყებების – უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით. მათ შორის, დიპლომატს გადაეცა ქართული მხარის მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულებები გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“,– განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.