Accentnews.ge
უკრაინელებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტებისგან კიდევ 3 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტებისგან კიდევ 3 სოფელი გაათავისუფლეს

06/04/2022 06:57:27 ევროპა

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან სამი სოფელი გაათავისუფლეს და კონტროლი აღადგინეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, უკრაინელების შეტევითი მოქმედებების შედეგად, მტერმა კონტროლი დაკარგა დობრიანკას, ნოვოვოზნესენსკოესა და ტრუდოლიუბივკას დასახლებებზე.

ამ დროისთვის ბრძოლები გრძელდება ალექსანდროვკას მახლობლად.

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ მტერი სამხრეთ ბუჟის მიმართულებით ძალების აღდგენას ცდილობს. ასევე, აგრესორები განაგრძობენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S