Accentnews.ge
ბორის ჯონსონი რუს ხალხს სიმართლის გასაგებად VPN-ის გამოყენებას ურჩევს

ბორის ჯონსონი რუს ხალხს სიმართლის გასაგებად VPN-ის გამოყენებას ურჩევს

06/04/2022 06:37:40 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუს ხალხს სიმართლის გასაგებად VPN-ის გამოყენებას ურჩევს.

იგი მიმართვას ავრცელებს და იმ შემზერავ სურათზე საუბრობს, რომელიც საზოგადოებამ უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსული არმიის ნაწილების გასვლის შემდეგ ნახა:

„რუსეთის მოქალაქეები იმსახურებენ სიმართლეს, იმსახურებთ გაიგოთ ფაქტები. რუსეთის არმიის სიმხეცემ, ბუჩაში, ირპენში, უკრაიანის სხვა ქალაქებში, შეზარა მთელი მსოფლიო. ქუჩებში ნახეს დახოცილი, ზურგს უკან ხელებშეკრული ხალხი, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გაუპატიურებული ქალები, საერთო საფლავებში ჩაყრილი, ან უბრალოდ ქუჩაში დატოვებული ცხედრები. ნანახი იმდენად შემზარავია, რომ გასაკვირიც არაა, რატომ უმალავს რუსეთის ხელისუფლება მას თავის მოქალაქეებს. თქვენმა პრეზიდენტმა, იცის, რომ თუ მომხდარს ნახავთ, მის ომს მხარს არ დაუჭერთ. უბრალოდ მენდეთ სიტყვაზე და გამოიყენეთ ვირტუალური პირადი ქსელი VPN, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დამოუკიდებელ ინფორმაციაზე მიგიწვდეთ ხელი, როდესაც გაიგებთ სიმართლეს, გაუზირეთ ის სხვებს“.

ბორის ჯონსონი ვიდეომიმართვას რუსულ ენაზე ამთავრებს:

„თქვენი პრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებშია ბრალდებული, მაგრამ არ მჯერა რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს“.

დიდი ბრიტანეთმა ერთ-ერთმა პირველმა დაუწესა რუსეთს მკაცრი სანქციები უკრაინაში შეჭრის გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S