რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 167 ბავშვი დაიღუპა
06/04/2022 06:13:36 მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 167 ბავშვი დაიღუპა, 279-ზე მეტმა კი სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიიღო.
უწყების ცნობით, ყველაზე ბევრი არასრულწლოვანი კიევში, დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, ჩერნიგოვსა და ხერსონში დაიღუპა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. 10 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად და ლტოლვილად იქცა. დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.


