ტარას დუმენკო: "გოსტომელში 400 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა"
06/04/2022 05:46:48 მსოფლიო
გოსტომელში 400 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა, - ამის შესახებ გოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტარას დუმენკომ განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები მოკლეს. გვაქვს ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ ვერ ვპოულობთ. როდესაც კავშირი იყო, თვითმხილველებმა შეძლეს, ეს ინფორმაცია მოეწოდებინათ", - განაცხადა მან.
დუმენკოს თქმით, "რუსები თავიანთი სისასტიკის კვალს წმენდენ":
"გოსტომელის მიმართულებით, გზის გასწვრივ იყო ჩაცხრილული მანქანები, სადაც ცხედრები ესვენა, მათ შორის ბავშვები, მაგრამ ეს ცხედრები გაქრა".
უკრაინელებმა ოკუპანტებისგან კიევის ოლქი (ირპენი, ბუჩა, გოსტომელი) 2 აპრილს დაიბრუნეს.
რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.


