„ტვიტერმა“ რუსეთის 300-ზე მეტი სახელისუფლო გვერდი შეზღუდა
05/04/2022 20:40:41 მსოფლიო
„ტვიტერმა“ რუსეთის 300-ზე მეტი სახელისუფლო გვერდი შეზღუდა, ამ ჩამონათვალშია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც,– იუწყება „ბიბისი“.
აღნიშნული გვერდები ამიერიდან მომხარებელს აღარსად შეხვდება, არც საიტის სიახლეების ზოლში და არც შეტყობინებებში.
„ტვიტერში“ ამბობენ, რომ აღნიშნულ ანგარიშებს უკრაინის ომის დროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის აკრიტიკებდნენ, მაგრამ რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, მათზე ამ დრომდე „ტვიტერის“ კონკრეტულ შეზღუდვები არ ვრცელდებოდა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ „ტვიტერმა“ მკაცრადაა შეზღუდული რუსეთში.


