Accentnews.ge
პორტუგალია რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს აძევებს

პორტუგალია რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს აძევებს

05/04/2022 20:36:55 მსოფლიო

პორტუგალია რუსეთის საელჩოს 10 წარმომადგენელს გააძევებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ადამიანები, რომლებიც პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდებიან, საფრთხეს უქმნიან პორტუგალიის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ამასთან, არც ერთი მათგანი არ არის "კარიერული დიპლომატი".

"პორტუგალიის მთავრობა კიდევ ერთხელ მტკიცედ და მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე". - ნათქვამია განცხადებაში.

პორტუგალიის გარდა, რუსეთის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები გააძევეს იტალიამ, შვედეთმა, ესპანეთმა, ესტონეთმა, დანიამ,გერმანიამ, საფრანგეთმა, ლატვიამ. 19 რუსი დიპლომატი ადამიანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ევროკავშირმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S