Accentnews.ge
ბრიტანეთი, აშშ და ავსტრალია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტებისგან თავის დასაცავად

ბრიტანეთი, აშშ და ავსტრალია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტებისგან თავის დასაცავად

05/04/2022 19:30:01 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი, აშშ და ავსტრალია (AUKUS) თავდაცვის სფეროში თანამშრომლობს აძლიერებენ, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტებისგან თავის დასაცავად, – იუწყება BBC.

"AUKUS–ის ქვეყნები იწყებენ თანამშრომლობას, რათა გამოიკვლიონ ჰიპერბგერითი რაკეტები და შეიმუშაონ მათგან თავის დაცვის გზები", – აცხადებენ დიდი ბრიტანეთის მთავრობაში.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება AUKUS–მა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა უკრაინაში Kinzhal-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტის გამოყენების შესახებ, ხოლო ჩინეთმა ჰიპერბგერითი რაკეტების გამოცდის თაობაზე განაცხადა.

"როდესაც ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენი სამი ქვეყნის ტექნიკურ ცოდნასა და შესაძლებლობებს, შევძლებთ, მივაღწიოთ უზარმაზარ შედეგს, რათა უკეთ დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები. რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე ახლა, ვიდრე ოდესმე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა ერთად იმუშაონ დემოკრატიის, საერთაშორისო სამართლისა და თავისუფლების დასაცავად მთელ მსოფლიოში", – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სტივენ ლავგროვმა.

AUKUS

დიდი ბრიტანეთმა, აშშ–მა და ავსტრალიამ პარტნიორობის შესახებ 2021 წლის სექტემბერში განაცხადეს. AUKUS​ სამმხრივი უსაფრთხოების პაქტია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. შეთანხმების მთავარი მიზანია, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი დაეხმარონ ავსტრალიას ატომური წყალქვეშა ნავების შეძენაში. შეთანხმება ასევე მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას კიბერ–შესაძლებლობების, ხელოვნური ინტელექტის, კვანტური ტექნოლოგიებისა და დამატებითი წყალქვეშა შესაძლებლობების შესახებ.

რა ტიპის იარაღია ჰიპერბგერითი რაკეტა

ჰიპერბგერით რაკეტას ატმოსფეროს ზედა ნაწილში ფრენა ხმის სიჩქარეზე 5–ჯერ უფრო სწრაფად შეუძლია.

ამ ტიპის რაკეტა უფრო მეტად მანევრირებადია, ვიდრე ჩვეულებრივი რაკეტა და ის ჩვეულებრივი რაკეტაზე უფრო მეტად დახვეწილია, აირიდოს საჰაერო თავდაცვითი ჩარევა.

რა ვიცით Kinzhal–ის თაობაზე

Kinzhal-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს განაცხადა. იმჟამად მან დასავლეთს ასე მიმართა:

„მათ უნდა გაითვალისწინონ ახალი რეალობა და გაიგონ... [ეს] ბლეფი არ არის“.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, Kinzhal–ს შეუძლია, დაახლოებით 2000 კმ–ის მანძილზე მყოფ სამიზნეს მიაღწიოს.

აღსანიშნავა, რომ რუსეთის გარდა, ჰიპერბგერითი რაკეტების ტექნოლოგიაზე ჩინეთი, აშშ და მსოფლიოს, სულ მცირე, ხუთი სხვა ქვეყანა მუშაობს. დიდ ბრიტანეთს ამჟამად ჰიპერბგერითი რაკეტები არ აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S