რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობენ, რომელიც ინვესტიციებსაც მოიცავს – მედია
05/04/2022 19:27:14 მსოფლიო
აშშ, ევროკავშირი და G7 კოორდინირებულად მუშაობენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე, რომელიც მათ შორის აშშ-ის მიერ რუსეთში ყოველგვარი ახალი ინვესტიციის აკრძალვას ითვალისწინებს,– ამის შესახებ bloomberg იტყობინება.
გამოცემის წყაროებ ამბობენ, რომ მთავრობები გააფართოებენ სანქციებს რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებსა და სახელმწიფო საწარმოებზე, ასევე სანქციებს დააწესებენ დაუზუსტებელ რუს ჩინოვნიკებსა და მათი ოჯახის წევრებს.
WSJ–იც იტყობინება, რომ ვაშინგტონში ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, რომლებიც უკვე ექვემდებარებიან შემზღუდავ ზომებს.
შემდგომი სანქციებისთვის განხილულ ბანკებს შორის არის „სბერბანკი“. ევროკავშირმა გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი ბუჩაში მომხდარი სისასტიკისთვის, რომელიც მოიცავდა ნახშირის და ტრანზაქციების აკრძალვას რუსეთის ოთხი წამყვანი ბანკისთვის.


