Accentnews.ge
„პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ!“– ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ!“– ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

05/04/2022 18:59:39 ევროპა, მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი თვლის, რომ დასავლეთმა ვლადიმირ პუტინზე ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გაზარდოს და უკრაინას გამარჯვებამდე დაეხმაროს, რადგან რუსეთის ლიდერს მხოლოდ ძალის ენა ესმის.

მისი თქმით, დასავლეთის სანქციები უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი რუსული სამხედრო მანქანის შესაჩერებლად და აუცილებელია, გაგრძელდეს ზეწოლა მათზე, ვინც რეალურად აფინანსებს ამ მანქანას.

„მშვიდობას რომ მიიღწეს, ჩვენ მტკიცენი უნდა ვიყოთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები გავაორმაგებთ იმას, რამაც უკვე ჩააყენა პუტინი მოუხერხებელ მდგომარეობაში – სანქციები მისი რეჟიმის წინააღმდეგ და მნიშვნელოვანი იარაღი უკრაინისთვის...ძალა – ეს ერთადერთია, რაც პუტინს ესმის. ამან უნდა განსაზღვროს ჩვენი პასუხი. გვჭირდება, რომ კიდევ უფრო ძლიერად დავარტყათ მის რეჟიმს დამატებითი სანქციებით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი ვეღარ შეძლებს, დაემუქროს უკრაინას“,– განაცხადა მინისტრმა.

ბუჩადან და უკრაინის სხვა განთავისუფლებული ქალაქებიდან გადაღებული კადრების შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ დასავლეთს აქვს მორალური ვალდებულება, იმოქმედოს:

"ჩვენ ვცდილობთ, გავაფართოოთ თავისუფალი დემოკრატიების კოალიცია. და ვაჩვენოთ რკინისებური მიდგომა ამ მისიის მიმართ, რათა სამუდამოდ შევაჩეროთ პუტინის ომი. არ გავჩერდებით, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს და პუტინი ფიასკოს არ განიცდის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S