"თუ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს გაწევრიანების თხოვნით მიმართავენ, ჩვენ ამას მივესალმებით"
05/04/2022 18:53:57 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ "თუ ფინეთი და შვედეთი ალიანსს გაწევრიანების თხოვნით მიმართავენ, მოკავშირეები ამას მიესალმებიან".
"რა თქმა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ისინი მიმართავენ ალიანსს, მოველი, მათ გადაწყვეტილებას ყველა მოკავშირე მიესალმება", – განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ "ნატო, სავარაუდოდ, იპოვის გზებს მოაგვაროს ფინეთისა და შვედეთის შეშფოთება, რომელიც მათ შესაძლოა, ჰქონდეთ შუალედური პერიოდის მიმართ, სანამ არ მოხდება საბოლოო რატიფიკაცია (მოკავშირეების მიერ)".


