ბელარუსიდან ექვსი ვერტმფრენი რუსეთისკენ გაფრინდა, თუმცა გზად ერთი დაკარგეს – მედია
05/04/2022 18:31:32 მსოფლიო
ორშაბათს ექვსი რუსული ვერტმფრენიდან ერთ-ერთმა, რომელიც აფრინდა გომელის რეგიონის ზიაბროვკას სამხედრო აეროდრომიდან და გაემართა რუსეთის სმოლენსკის ოლქის შატალოვოს სამხედრო აეროდრომისკენ, გადაუხვია კურსს,– იუწყებიან "Belarusian Gayun" და MotolkoHelp.
მათი ცნობით, რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების მოლაპარაკებების ფარული მიყურადებით ირკვევა, რომ 4 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 6 ვერტმფრენი აფრინდა სამხედრო აეროდრომ „ზიაბროვკადან“. ერთ-ერთმა რუსულმა ვერტმფრენმა, სარეგისტრაციო ნომრით RF-04812, რომელმაც კურსს გადაუხვია, გაემართა ბელორუსის, რუსეთისა და უკრაინის სასაზღვრო პუნქტისკენ.
დარჩენლმა ვერტმფრენებმა იწყეს დაბრუნება. ერთი საათის განმავლობაში ვერტმფრენი სარეგისტრაციო ნომრით RF-90665 ტრიალებდა ბელორუსის გომელის რეგიონში, ცდილობდა ეპოვა ბორტი, თუმცა უშედეგოდ.
საუბრის ჩანაწერში ისმის, რომ ერთ-ერთი ვერტმფრენის პილოტი და დისპეტჩერი 25-ჯერ მაინც ცდილობდნენ დაუკავშირდნენ დაკარგულ ეკიპაჟს. სად გაუჩინარდა ბორტი, ამ დროისთვის უცნობია.


