
ევროკავშირმა 19 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა
05/04/2022 17:30:27 ევროპა
ევროკავშირმა 19 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ეს არის პასუხი რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში.
რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების მიმართ სანქციები ვენის 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ კონვენციის საფუძველზე დაწესდა. მათ გაუუქმდებათ დიპლომატიური პრივილეგიები და მოეთხოვებათ, დატოვონ ბელგიის ტერიტორია.
გადაწყვეტილება ევროკავშირმა მას შემდეგ მიიღო, რაც გავრცელდა კადრები რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ ბუჩაში.
"ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს და გააგრძელებს მხარდაჭერას ყველანაირი გზით, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით". - აცხადებს ევროკავშირი.
მანამდე დიპლომატები გააძევეს ბალტიის ქვეყნებმა, ესპანეთმა, იტალიამ, დანიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა.