
ტერნოპოლის ადმინისტრცია ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შესახებ იუწყება
05/04/2022 17:16:52 ევროპა
ტერნოპოლის რაიონში რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის გამო დაზიანდა ორგანული სასუქების საცავის 6 ავზი და მოხდა ქიმიკატების გაჟონვა,– იუწყება ტერნოპოლის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაცია.
„ღამით, ტერნოპოლის ოლქის ტერიტორიაზე, კრემენეცის რაიონში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს საკრუიზო რაკეტა, რომლის ფრაგმენტებმაც დააზიანა 6 ავზი, რის შედეგადაც მოხდა ქიმიკატების გაჟონვა, რომლის მთავარი კომპონენტია ამიაკი".
იუწყებიან, რომ მოხდა ნიადაგის და მდინარე იკვას დაბინძურებაც და მდინარის მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლებს ურჩევენ, შეზღუდონ ჭაბურღილებიდან წყლის გამოყენება, რომლითაც სასმელი წყალი მიეწოდება დასახლებებს:
"დილის მდგომარეობით მავნე ნივთიერებების დონის მატება არ დაფიქსირებულა. თუმცა, განმეორებით ჩატარებულმა სინჯებმა ნიადაგში და მდინარე იკვაში ამიაკის სიჭარბე გამოავლინა".
როგორც იუწყებიან, ვითარება კრიტიკული არ არის. ეკოლოგები ვარაუდობენ, რომ სიტუაცია სამ–ოთხ დღეში დასტაბილურდება.