Accentnews.ge
უკრაინის დაზვერვის სამსახურის ცნობაზე კითხვები საქართველოში ბრიტანეთის დელეგაციის წევრებმაც დასვეს

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ცნობაზე კითხვები საქართველოში ბრიტანეთის დელეგაციის წევრებმაც დასვეს

05/04/2022 17:05:54 ევროპა, პოლიტიკა

ბრიტანეთის პარლამენტის დელეგაცია დღეს მთელი დღეა, მართავს შეხვედრებს მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებან. შეხედრების ნაწილი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა.

როგორც ირკვევა, საუბარი შეეხებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობებს, უსაფრთხოებას, დემოკრატიას და რეგიონში არსებულ ვითარებას – უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს.

როგორც ირკვევა, დელეგაცის წევრებმა დასვეს კითხვები უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველო თანამშრომლობს რუსეთთან, ქვეყნის ტერიტორია გამოყენბულ იქნას სანქცირებული ტვირთის კონტრაბანდული ტრანზიტისთვის.

„განვიხილეთ ეს საკითხი. მთავრობის წევრებმა დამარწმუნეს, რომ ბრალდბა სიმართლეს არ შეესაბამება. მე დავსვი შეკითხვა და ეს არის ის, რაც მათ მიპასუხეს. მათ ასევე თქვეს, რომ დაიწყეს გამოძიება, რის გამოც მოხარული ვარ“,– განაცხადა საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯონათან ჯანოგლმა.

რაც შეეხება სანქციებს, მისი თქმით, ქართული ბანკები ბრიტანეთის საფონდო ბირჟის სიაში არიან და ასრულებენ სანქციების მოთხოვნებს:

„რაც შეეხება სანქციებს, ის კონტექსტში უნდა ჩასვათ: საქართველო ფაქტობრივად ჩართულია სანქციებში. საქართველოს უმსხვილესი ბანკები ლონდონის საფონდო ბირჟის სიაში არიან. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ყველა ფინანსურ სანქციას ამოქმედებენ“.

ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.

ამასთან, როგორც უწყების მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".

4 აპრილს კიევის ბრალდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული" უწოდა, ხოლო 5 აპრილს სუს–მა მტკიცებულებები წარმოდგენა მოითხოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S