
„მსოფლიოს არ უნდოდა, დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოს წინაღმდეგ“
05/04/2022 16:26:32 ევროპა, მსოფლიო
მსოფლიომ იხილა, მაგრამ არ უნდოდა, დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოს წინაღმდეგ, არც მთელი დნესტრისპირეთის მოლდოვისგან მიტაცება, თუ როგორ ამზადებდა რუსეთი სხვა კონფლიქტებისთვის საფუძველს, მათი საზღვრების სიახლოვეს, როგორ უნდა შევაჩეროთ ეს?, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეოხიდის მეშვეობით ჩართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს წევრებს, ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და სამხედრო დამნაშავეებად გასამართლდნენ რუსული შეიარაღებული ძალების ის წევრები, რომლებმაც გასცეს განკარგულება და შეასრულეს ბრძანება უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად ისე, როგორც ეს ნიურნბერგის პროცესის დროს მოხდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.