Accentnews.ge
მედია – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, კიევს ტანკები ნატო–ს წევრმა ქვეყანამ გაუგზავნა

მედია – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, კიევს ტანკები ნატო–ს წევრმა ქვეყანამ გაუგზავნა

05/04/2022 15:06:12 მსოფლიო

ჩეხეთის რესპუბლიკამ უკრაინაში გაგზავნა T-72 ტიპის ტანკები და BVP-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, – იუწყება Reuters ჩეხეთის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

როგორც Reuters წერს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იანა ცერნოჩოვამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ იგი არც უარყოფს და არც ადასტურებს ზემოთ ხსენებულ ინფორმაციას.

”მე მხოლოდ შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩეხეთი უკრაინას შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარება და გააგრძელებს დახმარებას როგორც მსუბუქი, ისე მძიმე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით", – მიმართა კანონმდებლებს იანა ცერნოჩოვამ.

მანამდე, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა მატარებლის კადრები, რომელიც მისი ცნობით, უკრაინაში მიმავალი 5 ტანკითა და 5 საბრძოლო მანქანით იყო დატვირთული.

The Wall Street Journal-მა, ჩეხეთისა და სლოვაკეთის თავდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნატო–ს წევრმა ქვეყანამ უკრაინას ტანკები მიაწოდა.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო–ს თვითმფრინავების და ტანკების 1%–ის მიწოდების თხოვნით არაერთხელ მიმართა. ამ დრომდე დასავლეთის არც ერთ ქვეყანას და არც უკრაინას არ დაუდასტურებიათ, უცხო ქვეყნის მიერ კიევისთვის თვითმფრინავებისა და ტანკების გაგზავნის ფაქტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S