
ბელარუსმა ჟურნალისტებმა ოკუპანტების ცალკეული კოლონების რუსეთის მიმართულებით გადაადგილება დააფიქსირეს
05/04/2022 14:59:01 ევროპა, მსოფლიო
ბელარუსმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ რუსული საოკუპაციო ჯარები როტაციას ბელარუსის ტერიტორიაზე გადიან. კერძოდ, ტექნიკის რამდენიმე კოლონა რუსეთის მიმართულებით მოძრაობს.
თვითმხილველებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ ცალკეული კოლონები მოძრაობდნენ სმოლენსკის, მოსკოვისა და ბრაიანკის რეგიონის მიმართულებით.
რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი რიგი კოლონები შენიშნეს ორშასა და ტოლოჩინის მახლობლად.
მავდროულად, გრძელდება რუსული ტექნიკის კოლონების მოძრაობა უკრაინის საზღვართან – გომელის რეგიონის დასახლებებში.
ბელარუსი ჟურნალისტები ასვნიან, რომ მაღალი ალბათობით, ხდება უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანილი ქვედანაყოფების როტაცია.
ძირითადად კოლონებში შენიშნეს სატვირთო, საწვავის მანქანები, ჯავშანტექნიკა და ავტობუსები. ამასთან, ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ოსიპოვიჩი-მინსკის მარშრუტზე მათ შენიშნეს კოლონა, რომელიც შედგებოდა ექსკლუზიურად საწვავის მანქანებისგან.
ამასთან, ფრენების ინტენსივობა გრძელდება ბელარუსის სამხედრო აეროდრომებზე. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მაჩულიშჩის აეროდრომზე: შენიშნეს 45 ვერტმფრენი და 5 თვითმფრინავი. 42 ვერტმფრენი აფრინდა ბრაიანსკის ოლქის სეშეს აეროდრომიდან. ორი სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 გაფრინდა ფსკოვსა და ბრაიანსკში.
გომელის რეგიონის რამდენიმე რკინიგზის სადგურზე დაფიქსირდა რუსული სამხედრო ტექნიკის დატვირთვა. კერძოდ, გომელში, ელსკში, ხოინიკში, ზიაბროვკაში, ასევე მინსკის რეგიონის სადგურზე.
ამასთან, ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ხოინიკში რკინიგზით მიიტანეს ახალი სამხედრო ტექნიკა. ადგილზე ბელარუსი სამხედროები პატრულირებენ.
მოზირში, რუსული საოკუპაციო ჯარების ნაწილები განლაგებულია რამდენიმე საწარმოს დახურულ ტერიტორიბზე.
ჟურნალისტებმა 4 აპრილსაც 100-ზე მეტი ერთეული რუსული სამხედრო ტექნიკის მოძრაობა მოსკოვის მიმართულებით.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სარდლობას ბელარუსის ტერიტორიიდან რუსულ ბელგოროდში სადესანტო დანაყოფები გადაჰყავს.
გომელის რაიონში რუსული სამხედრო ტექნიკის მზარდი დაგროვება დააფიქსირეს.