Accentnews.ge
აშშ-მა რუსეთს სახელმწიფო ვალების დასავლეთში გაყინული ფულით გასტუმრება აუკრძალა

აშშ-მა რუსეთს სახელმწიფო ვალების დასავლეთში გაყინული ფულით გასტუმრება აუკრძალა

05/04/2022 14:04:42 მსოფლიო

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ორშაბათს რუსეთს აუკრძალა სახელმწიფო ვალების გადახდა ფულით, რომელიც დასავლეთის საბანკო ანგარიშებზეა გაყინული მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო,- იუწყება Reuters.

4 აპრილს ამოიწურა ვადა, როდესაც რუსეთს 636 მილიონი დოლარის მოცულობის სესხი უნდა გაესტუმრებინა ობლიგაციებისთვის. ვაშინგტონის აკრძალვამდე მოსკოვს შესაძლებლობა ჰქონდა, დაბლოკილი ანგარიშებიდან გადაეხადა თანხა. ახლა მას მოუწევს გადახდა რეზერვებიდან, რომლების შეზღუდვა ვერ შეძლეს აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა.

ახალი შეზღუდვები შემოღებულია მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გამკაცრების ფარგლებში. „რუსეთმა უნდა აირჩიოს დოლარების ძვირფას რეზერვებსა და დეფოლტს შორის“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ. მისი სიტყვებით, ვალების გასტუმრება ხელს შეუწყობს რუსეთის ბიუჯეტის სხვა ხარჯვითი ნაწილების, მათ შორის არმიის დაფინანსების შემცირებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S