Accentnews.ge
"მომდევნო კვირებში ველით, რუსული ძალების შემდგომ იერიშს, შეეცდებიან, აიღონ დონბასი და შექმნან სახმელეთო საზღვარი ოკუპირებულ ყირიმთან"

"მომდევნო კვირებში ველით, რუსული ძალების შემდგომ იერიშს, შეეცდებიან, აიღონ დონბასი და შექმნან სახმელეთო საზღვარი ოკუპირებულ ყირიმთან"

05/04/2022 13:40:46 მსოფლიო

ნატო მოელის, რომ რუსული ძალები უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში იერიშს განაახლებენ უახლოეს კვირებში. ამის შესახებ ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„მაგრამ მოსკოვი არ თმობს თავის ამბიციებს უკრაინაში. ახლა ჩვენ ვხედავთ ჯარების მნიშვნელოვან გადაადგილებას კიევიდან, რომელიც გადაჯგუფებას უკავშირდება. მომდევნო კვირებში ჩვენ ველით, რუსეთის შემდგომ იერიშს უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით. შეეცდებიან, მთლიანად აიღონ დონბასი და შექმნან სახმელეთო საზღვარი ოკუპირებულ ყირიმთან. ეს არის ომის გადამწყვეტი ფაზა და რამდენადაც უკრაინა ამ ახალი იერიშის წინაშეა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, თუ რა შეიძლება, გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად. ალიანსის წევრი ქვეყნები მზად არიან, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებით. მოკავშირეებმა უკრაინისთვის ასევე გაზარდეს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება. ამასთან, ნატო ცდილობს, დაეხმაროს ქვეყანას კიბერ–უსაფრთხოების მიმართულებით და იმ აღჭურვილობით, რომელიც დაეხმარება უკრაინას დაიცვას თავი ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებისგან", – განაცხადს სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S