Accentnews.ge
"ოკუპანტები მარიუპოლში პროვოკაციას გეგმავენ" – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

"ოკუპანტები მარიუპოლში პროვოკაციას გეგმავენ" – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

05/04/2022 13:46:12 ევროპა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რუსეთი მარიუპოლში პროვოკაციას გეგმავს. როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსეთის მიზანია საერთაშორისო და შიდა აუდიტორიის ყურადღება სხვა რამეზე გადართოს, რისთვისაც უკვე შემუშავებული აქვთ სცენარი.

უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ რუსეთი გაავრცელებს ყალბ ინფორმაციას მარიუპოლში თითქოსდა უკრაინის დანაშაულების შესახებ - კერძოდ, ერთ ადგილზე შეკრებენ მარიუპოლელების ცხედრებს, რომლებიც თვითონ რუსებმა მოკლეს და დანაშაულს უკრაინას გადააბრალებენ.

"ამისთვის ბოლო დროს ვრცელდება ყალბი თეზისები, რომ თითქოსდა "უკრაინელები მშვიდობიან მოქალაქეებს ფარად იყენებენ". თუმცა ეს სისულელეა. სინამდვილეში, სწორედ რუსი სამხედროები ანადგურებენ მარიუპოლელებს, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში იძულებულნი გახდნენ მოკლულები ძმათა სასაფლაოებზე დაეკრძალათ", - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S