"მოკავშირეები მზად არიან, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებით"
05/04/2022 13:03:54 მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრი ქვეყნები მზად არიან, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებით.
ამის შესახებ მან ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"უკრაინა ახალი შეტევის წინაშე დგას. ხვალ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, თუ რა შეიძლება, გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად. ალიანსის წევრი ქვეყნები მზად არიან, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებით. მოკავშირეებმა უკრაინისთვის ასევე გაზარდეს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება. ამასთან, ნატო ცდილობს, დაეხმაროს ქვეყანას კიბერ–უსაფრთხოების მიმართულებით და იმ აღჭურვილობით, რომელიც დაეხმარება უკრაინას დაიცვას თავი ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებისგან", – განაცხადს სტოლტენბერგმა.


