
კიევში ვიზიტს ავსტრიის კანცლერიც გეგმავს
05/04/2022 13:10:57 ევროპა
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ავსტრიის კანცლერის კარლ ნეჰამერის ოფისმა დაადასტურა უახლოეს დღეებში მისი ვიზიტი კიევში,– იუწყება Der Standard.
როგორც განიმარტა, ვიზიტის მიზანია უკრაინის შემდგომი ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა.
ამ დრომდე ავსტრიამ უკრაინას გადასცა დაახლოებით 17,5 მილიონი ევრო და მიაწოდა 10000 ჩაფხუტი და 9100-ზე მეტი დამცავი ჟილეტი სამოქალაქო გამოყენებისთვის.
უსაფრთხოების მიზნით, მოგზაურობის დეტალები ჯერ არ საჯაროვდება.
ამ კვირაში კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც მიემგზავრება. მასთან ერთად კიევში ჩავა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელიც.