Accentnews.ge
კლიჩკო კიევის რეგიონის მოსახლეობას მოუწოდებს, ჯერ–ჯერობით არ დაუბრუნდნენ საცხოვრებელ ადგილებს

კლიჩკო კიევის რეგიონის მოსახლეობას მოუწოდებს, ჯერ–ჯერობით არ დაუბრუნდნენ საცხოვრებელ ადგილებს

05/04/2022 11:01:20 მსოფლიო

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო კიევის რეგიონის მოსახლეობას, მოუწოდებს ჯერ–ჯერობით არ დაუბრუნდნენ საცხოვრებელ ადგილებს.

"მოქალაქეები კიდევ რამდენიმე დღე უნდა დაელოდონ დაბრუნებას. ამ დროისთვის კიევის რეგიონში კვლავ მოქმედებს სადღეღამისო კომენდანტის საათი. გარდა ამისა, კიევის მახლობლად მდებარე გარკვეულ ქალაქებში რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს ნაღმები და სავარაუდოდ, ბევრი საბრძოლო მასალაა გასაუვნებელყოფელი", – განაცხადა კლიჩკომ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსულმა ძალებმა კიევის რეგიონი მთლიანად დატოვეს. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი ამაჟამად ძალების თავმოყრას ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში განაგრძობს. მტრის მიერ დატოვებულ ტერიტორიებზე გამნაღმველები მუშაობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S