
იტალია 30 რუს დიპლომატს აძევებს
05/04/2022 10:46:05 ევროპა
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ 30 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ელჩს ეცნობა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ.
მინისტრის თქმით, „ღონისძიება პარტნიორებთან შეთანხმებით იქნა მიღებული, რაც საჭირო გახდა ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, არსებული კრიზისული სიტუაციის კონტექსტში, რომელიც წარმოიშვა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი აგრესიის შედეგად“.
5 აპრილს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 რუსი დაზვერვის ოფიცერი გააძევა, რომლებიც ფარულად მუშაობდნენ რუსეთის საელჩოში.
40 დიპლომატი გააძევა გერმანიამ, ხოლო 35 – საფრანგეთმა.