Accentnews.ge
ხარკოვის ეკოპარკის ინფრასტრუქტურა განადგურდა, მომვლელებს ყველა ზრდასრული ცხოველის დახოცვა უწევთ

ხარკოვის ეკოპარკის ინფრასტრუქტურა განადგურდა, მომვლელებს ყველა ზრდასრული ცხოველის დახოცვა უწევთ

05/04/2022 10:31:38 ევროპა

ხარკოვის ეკოპარკის დამფუძნებლის ალექსანდრ ფელდმანის ცნობით, გუშინდელი დაბომბვების შედეგად პარკი სრულად განადგურებულია, ხოლო ცხოველებს ევთანაზია მუწევთ, რადგან მათი ტრანსპორტირების შესაძლებლობები არ არსებობს.

„გუშინდელი მასიური დაბომბვის შემდეგ შემიძლია, ვთქვა, რომ პარკი განადგურებულია. ვეფხვები და ლომები სასწაულებრივად გადარჩნენ, თუმცა ვოლიერები ძლიერ დაზიანდა, შესაბამისად, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გარეთ გასვლა.

შენობა, სადაც დათვები არიან შესახლებულნი, მძიმე მდგომარეობაშია.

დღეს უნდა მივიღო გადაწყვეტილება, რომ ცხოველები დავხოცოთ, დავაძინოთ ან სადმე გადავიყვანოთ, მაგრამ არანაირი სხვა ადგილი, სხვა შანსი არ არსებობს.

თუ რაიმე იდეა გამოჩნდება, იქნებ გადავარჩინოთ პატარა იაგურები და პანტერები.

მაგრამ ყველა ზრდასრული ცხოველი სავარაუდოდ, განადგურდება“,– ამბობს ეკოპარკის დამფუძნებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S