Accentnews.ge
დანიამ ქვეყნიდან 15 რუსი დიპლომატი გააძევა

დანიამ ქვეყნიდან 15 რუსი დიპლომატი გააძევა

05/04/2022 09:56:11 მსოფლიო

დანიის მთავრობამ, 15 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. Reuters-ის ინფორმაციით, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა განაცხადა, რომ დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

4 აპრილს ევროკავშირმა განაცხადა, რომ შექმნა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი უკრაინასთან, რათა გამოიძიოს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები.

ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ზელენსკიმ რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S