Accentnews.ge
რუსული დაბომბვის შედეგად დომინიკის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი იძირება, არიან დაჭრილები

რუსული დაბომბვის შედეგად დომინიკის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი იძირება, არიან დაჭრილები

05/04/2022 09:56:31 ევროპა

რუსული ჯარების მიერ ბლოკირებულ მარიუპოლის პორტში დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი იძირება,– იუწყება უკრაინის სასაზღვრო სამსახური.

მესაზღვრეების ცნობით, დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი, რომელიც ერთ–ერთ ნავმისადგომთან იყო გაჩერებული, რუსული მხარის მიერ მარიუპოლის მორიგი დაბომბვის დროს დაზიანდა.

დარტყმამ ძრავის ოთახში ხანძარი გამოიწვია, ეკიპაჟის ერთი წევრი დაშავდა. საზღვაო უსაფრთხოების საერთაშორისო არხზე კაპიტანმა „SOS“-ის სიგნალი და შეტყობინება გაუშვა: "ყურადღება! დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი გემი სასტიკად განადგურდა, დაინგრა ყველაფერი, განადგურდა ხიდი. ხანძარი ძრავის ოთახშაი. არიან დაჭრილები".

დაზიანების გამო გემმა ჩაძირვა დაიწყო.

იუწყებიან, რომ უკრაინელმა მესაზღვრეებმა დაჭრილებს სასწრაფო დახმარება გაუწიეს და ეკიპაჟის წევრები შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, თუმცა ინტენსიური დაბომბვების გამო გემის გადარჩენა შეუძლებელი გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S