
საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის დამატებითი დოზები მიიღო
05/04/2022 09:46:39 საზოგადოება
ვაქცინები ქვეყანაში არის სამი სახის. „ფაიზერის“ ვაქცინების დამატებითი დოზები ამ დილით ჩამოვიდა, მალევე მოხდება მისი განაწილება და განახლდება „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი. „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ზაფხულამდე სასურველია, რომ მოსახლეობის 65 პროცენტი იყოს აცრილი.
ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, კვლავ გრძელდება ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა.
"რაოდენობრივად წლის განმავლობაში ერთი მლნ „ფაიზერი“ გვაქვს შესყიდული რომელიც ეტაპობრივად შემოვა. ახლა პირველი შემოტანაა 25 პროცენტი ამ დოზების და შემდეგ ეტაპობრივად კიდევ მოხდება შემოტანა იმგვარად, რომ სრულად იყოს ჯაჭვი უზრუნველყოფილი. ვაქცინაციის ასაკი ჩვენთან 12+ზემოთ არის, ხუთიდან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებულია განსხვავებული ვაქცინა. ამ ვაქცინის მოწოდებაც შედარებით მოგვიანებით იგეგმება, რადგან არის მოთხოვნა ამ ტიპის ვაქცინაზე განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის და გარკვეული რაოდენობის ამ ვაქცინის მოწოდებაც მოხდება“, – განაცხადა გაბუნიამ.