Accentnews.ge
ზელენსკიმ განმარტა, თუ რატომ უნდა ესაუბროს რუსეთს, მიუხედავად ბუჩაში ჩადენილი სისასტიკისა

ზელენსკიმ განმარტა, თუ რატომ უნდა ესაუბროს რუსეთს, მიუხედავად ბუჩაში ჩადენილი სისასტიკისა

05/04/2022 09:39:57 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინის ქალაქების ოკუპაციის შემზარავი შედეგების გამოვლენის შემდეგაც, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის მიზნით მაინც.

უკრაინელმა ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, ესმის თუ არა მას, რომ ყოველი ახალი „ბუჩის“ შემდმეგ უკრაინულ საზოგადოებას გაუჭირდება, მიიღოს ვლადიმირ პუტინთან რაიმე სახის შეთანხმება. ზელენსკი ამ შეფასებას დაეთანხმა.

„ჩვენ, ყველანი აღვიქვამთ მოლაპარაკების შესაძლებლობასაც კი - შინაარსზე არ ვსაუბრობ - გამოწვევად, პირველ რიგში ჩვენს შინაგან, ადამიანურ გამოწვევად, როდესაც თავი ხელში უნდა აიყვანო, რადგან ვთვლი, რომ სხვა არჩევანი არ მაქვს– ეს კიდევ ერთი გამოწვევა იქნება სახელმწიფოს შიგნით, რადგან ყველას ესმის, რომ ის, რაც მათ გააკეთეს, ამის პატიება შეუძლებელია. ყოველი ასეთი ტრაგედია „ხელებზე დაგარტყამს“ ამ თუ სხვა მოლაპარაკებისას. აქ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოძებნო შესაძლებლობა ნაბიჯისთვის“,– უპასუხა კითხვას პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საჭიროა, მოლაპარაკებები წარიმართოს ძლიერი პოზიციით, ამიტომ, აუცილებელია საზოგადოების ერთიანობის შენარჩუნება და ძლიერი იარაღის არსებობა.

„მე მშვიდად ვიღებ გადაწყვეტლებებს. მსურს, არ მსურს – საკითხი ასე არ დგას. აქ მთავარია, მოლაპარაკებებისას რამდენად მყარად დგახარ პოზიციაზე. „არაფერზე არ ვილაპარაკებ“ – ყველაზე მარტივი პოზიციაა, ხოლო ყველაზე რთულია, ისაუბრო, თუ რა ჩაიდინეს, რომ ეს გენოციდია, რომ მათ ამისთვის პასუხი უნდა აგონ. და ამ ყველაფერთან ერთად მოძებნო შესაძლებლობა მათთან შეხვედრისთვის. და ამ შეხვედრაზე ამ სიტუაციიდან გამოსავალი მოძებნო იმგვარად, რომ არ დაკარგო ტერიტორიები. ამ მოლაპარაკებებან დაკაქვშირებით ასეთი ბარიერი უნდა დავაწოსოთ და ისე იქნება, როგორც იქნება. შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ არ შედგეს შეხვედრა (პუტინთან) “.

ზელენსკიმ დასძინა, რომ სხვადასხვა სახის მოლაპარაკებები ხელს უწყობს ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას. ამ კონტექსტში მან ახსენა თურქეთის პსრეზიდენტი, რომელიც ესაუბრა თავის უკრაინელ და რუს კოლეგებს, რომ მზადაა, ზვიდან მოახდინოს მარიუპოლში მყოფთა ევაკუაცია.

”როდესაც დელეგაციას აკრიტიკებენ, ზოგჯერ ვერ ვხედავთ დეტალებს. არის საკითხები, რომლებიც გლობალურად არ არის გადასაწყვეტი – დონბასი, ყირიმი, მაგრამ არის ბევრი დეტალი, რომლებიც ვინმემ უნდა განიხილოს და ამისთვის მოძებნოს ფორმატი.

ეს პირველი ნაბიჯია [მარიუპოლიდან ევაკუაცია], თუ წარმატებას მივაღწევთ, შედეგს უახლოეს დღეებში ვნახავთ, ხოლო თუ ვერ მოვახერხეთ, ზუსტად გვეცოდინება, რომ პირადად რუსეთის პრეზიდენტი არ იძლევა ასეთ შესაძლებლობას მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვადასხვა მხრიდან ახორციელებს ზეწოლას ამ ჰუმანიტარული ნაბიჯისთვის. მაშინ ჩვენ ხალხს უფრო გაუადვილდება, მათაც, რომელთაც შვილები დაკარგეს და ჩვენს ბიჭებსაც მარიუპოლში“,– დასძინა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S