Accentnews.ge
"ბუჩაში რუსეთის მოქმედებების სიმძიმის ხილვამ შეუძლებელია, არ შეგძრას"

"ბუჩაში რუსეთის მოქმედებების სიმძიმის ხილვამ შეუძლებელია, არ შეგძრას"

05/04/2022 09:13:54 საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ქალაქ ბუჩაში გადაღებულ კადრებს ეხმაურება, სადაც ჩანს მრავალი დახოცილი, მათ შორის ზურგს უკან ხელებშეკრული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები.

„ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ქ. ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან. მიუხედავად ომის სასტიკი ,,კანონებისა", მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას. გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა. თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ვლოცულობთ მათთვის. დაე, უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს კი მომადლოს მშვიდობა!“-ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინორმაციაში.

4 აპრილს ევროკავშირმა განაცხადა, რომ შექმნა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი უკრაინასთან, რათა გამოიძიოს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები.

ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ზელენსკიმ რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S