Accentnews.ge
კრემლმა რუსეთის იზოლირების ფონზე პედაგოგებს ახალი დავალებები მისცა

კრემლმა რუსეთის იზოლირების ფონზე პედაგოგებს ახალი დავალებები მისცა

05/04/2022 08:11:12 მსოფლიო

რუსეთის სკოლებმა ახალი რეკომენდაციები მიიღეს საგანგებო გაკვეთილების ჩატარების თაობაზე უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებული ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე. კერძოდ, ირკვევა, რომ პედაგოგებს დაევალათ საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეებს იმპორტის ჩანაცვლების სიკეთეებზე ესაუბრონ,– იუწყება კომერსანტი რუსეთის რეგიონების სკოლის მასწავლებლებზე დაყრდნობით.

„სანქციების“ შესახებ სახელმძღვანელო „კომერსანტს“ მოსკოვის ოლქის ერთ-ერთს სკოლის პედაგოგმა გადასცა.

მეთოდურ სახელმძღვანელოში განმარტებულია, რომ გაკვეთილებმა უნდა წარმოაჩინოს, როგორ უმკლავდება რუსეთი სანქციების ზეწოლას და რა პოლიტიკას ახორციელებს რუსეთის ხელისუფლება სანქციების საწინააღმდეგოდ.

გაკვეთილი ვალდიმირ პუტინის ციტატით უნდა დაიწყოს რუსეთზე მიმდინარე „უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის თაობაზე“. ამის შემდეგ პედაგოგმა მოსწავლეებს უნდა აუხსნას, რომ სანქცია ქვეყნის „დასჯის“ მექანიზმია მისი მოქმედების საპასუხოდ. იქვე უნდა განიმარტოს, რომ „რუსეთის მიერ უკრანაში წარმოებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დონბასის მკვიდრთა „დაცვის აუცილებლობითაა განპირობები“. ამას უნდა მოჰყვეს პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის ციტატა, რომელმაც სანქციების საწინააღმდეგო მთავარ ზომად „შიდა ბაზრის დაცვა და შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების მხარდაჭრა“ დაასახელა. ამის შემდეგ მოსწავლეებს უნდა უჩვენონ ვიდეორგოლი იმპორტის ჩანაცვლების შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ 2022 წელს რუსეთის წილი საკვები მრეწველობის ტექნიკის, სასოფლი სამეურნეობის ტექნიკის წარმოებასა და ჩარხმშენებლობაში გაიზარდა.

საშუალო საფეხურის კლასის მოსწავლეებმა უნდა ჩამოთვალონ ეკონომიკის სანქციებისგან დაცვის ზომები, უფროსკლასელებმა კი მათგან მომდინარე მოსალოდნელი ეფექტი დაასახელონ.

მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ შეკითხავს ვინ მეტს დაკარგავს სანქიების გამო, მათ პასუხის სამ ვარინატს სთავაზობენ: რუსეთი, ნატოს წევრი სახლემწიფოები, მსოფლიოს ყველა ქვეყანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S