რუსეთში აქცია-პერფორმანსი "ბუჩა-მოსკოვი" გაიმართა
05/04/2022 07:03:09 მსოფლიო
მოსკოვში აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით "ბუჩა-მოსკოვი" გაიმართა, რომელიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა, – იუწყება ინტერნეტგამოცემა Holod.

4 აპრილს ევროკავშირმა განაცხადა, რომ შექმნა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი უკრაინასთან, რათა გამოიძიოს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები.
ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ზელენსკიმ რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".


