Accentnews.ge
კულება საქართველოს ახლადდანიშნული საგარეო მინისტრისგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მხარდაჭერას მოელის

კულება საქართველოს ახლადდანიშნული საგარეო მინისტრისგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მხარდაჭერას მოელის

05/04/2022 06:14:17 მსოფლიო

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დმიტრო კულება საქართველოში საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნას ეხმიანება და წერს, რომ მისგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერას ელის.

"მოუთმენლად ველით საქართველოს საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან ერთად მუშაობას უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით. საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს კულება სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად 4 აპრილს დაინიშნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S